ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ფელიქსმა ბერნარდუ დაითანხმა - ბარსამ სილვას შეძენის გზას მიაგნო

„ბარსელონა“ ზაფხულში კვლავ გეგმავს, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ ბერნარდუ სილვა შეიძინოს.

გასულ ზაფხულს „ბარსა“ ბერნარდუს გადაბირებას აქტიურად ცდილობდა, მოხდა შეხვედრა მის აგენტთან ჟორჟე მენდეშთანაც, ასევე მოლაპარაკებებში ჩაერთო ჩავიც, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

ცნობილი ფაქტია, რომ პორტუგალიელს „სიტიდან“ წასვლის შემთხვევაში „ბარსელონაში“ თამაში სურს.

რაც შეეხება „ბარსას“ ამჟამინდელ მცდელობას, სილვამ „სიტისთან“ ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე გააგრძელა, მასში კი გამოსასყიდი ღირებულებაა მითითებული, რომელიც 58 მილიონი ევროა, რომლის გადახდასაც კატალონიური კლუბი გეგმავს.

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ ფინანსური ფეარ პლეის მხრივ კლუბში სიტუაციის დასტაბილურებას ცდილობს. კლუბი, სავარაუდოდ, შეძლებს დაუბრუნდეს 1/1 წესს, რომლის მიხედვითაც, ტრანსფერებში ყოველი ევროს ინვესტიციის უფლება აქვს. საუბარია მოთამაშეების გაყიდვებიდან მიღებულ თანხაზე.

„ბარსას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სურს სილვას შეძენისთვის გამოიყენოს იგივე ნიმუში, როგორც ეს ვიტორ როკეს ყიდვისას მოხდა. ბრაზილიელი „ატლეტიკო პარანაენსედან“ 30+31 მილიონ ევროდ იყიდეს, ფიქსირებული სატრანსფერო თანხა კი რამდენიმე ტრანშად გადანაწილდა - კატალონიელები ყოველ ექვს თვეში 5 მილიონი ევროს იხდიან.

ფელიქსი სილვას დარწმუნებას ცდილობს

ჟოაო ფელიქსმა თქვა, როგორ ბერნარდო სილვა „ბარსელონაში“ გადასვლაზე დაიყოლია.

„ყველაფერი, რაც ვთქვი, მართალია და თუ ბერნარდუ მოვა, მისით ყველა აღფრთოვანდება. ის ყველაფერში ძალიან ფრთხილია. მან მკითხა, სად უნდა იცხოვროს, სად ჭამოს, ასევე უსაფრთხოებაზე... ცოტათი ყველაფერზე მკითხა და მე ასევე გადასახადებზე ვესაუბრე.

დავარწმუნე თუ არა? მგონი, კი. მაგრამ მეჩვენება, რომ ახლა ეს მასზე არ არის დამოკიდებული“,

- განაცხადა ფელიქსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ იდაყვის ჩარტყმისთვის გააძევეს - შემდეგ მსაჯზეც გაიწია
რონალდუ იდაყვის ჩარტყმისთვის გააძევეს - შემდეგ მსაჯზეც გაიწია