გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რთული პერიოდი გვიდგას“ | რა თქვა მიქაუტაძემ მეცზე

გიორგი მიქაუტაძემ „ბრესტთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „მეცმა“ 3:4 დათმო. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა და მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „მეცში“ დაბრუნების მიზანია, კლუბს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„იმედგაცრუებულნი ვართ. თუ ამდენ გოლს გავუშვებთ, ვერ გავიმარჯვებთ. პირადად მე, დანებებას არ ვაპირებ და არასდროს ვნებდები. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ მეცს დავეხმარო და კლუბს შევუნარჩუნო ის, რასაც იმსახურებს. რთული მომენტი გვიდგას, მაგრამ ვეცდებით, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ და უქმეებზე გასამართ შეხვედრებში არაფერი დავზოგოთ“.

ცნობისთვის, „ბრესტთან“ შეხვედრის შემდეგ, მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა, L’Equipe-მა გამოარჩია და მოგვიანებით, გიორგი ტოპ 11-ში Whoscored-მაც დაასახელა. მიმდინარე სეზონში მას „მეცის“ მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი.

ფრანგულ კლუბს რაც შეეხება, 28 ტურის შემდეგ, „მეცს“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „მეცი“ „ლორიენს“ 3 ქულით ჩამორჩება და მისი მომდევნო გაჩერება „ლანსია“, რომელსაც 12 აპრილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე