რონალდუ იდაყვის ჩარტყმისთვის გააძევეს - შემდეგ მსაჯზეც გაიწია
საუდის არაბეთში სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრი“ და საუდის პრო ლიგის საუკეთესო გუნდი „ალ ჰილალი“ დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „ალ ჰილალს“ დარჩა - 2:1.
მატჩი ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა. მატჩში ანგარიში 61-ე წუთზე ალ დავსარიმ გახსნა, 72-ე წუთზე მალკომმა სხვაობა ორამდე გზარდა, რის შემდეგაც მოედანზე ვითარება დაიძაბა.
86-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქეს მკერდის არეში იდაყვი ჩაარტყა. არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
გამეორებაზე გამოჩნდა, რომ რონალდუმ წამიერად არბიტრისთვის ხელის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.
Cristiano Ronaldo tried to punch the referee ????????
— LSPN FC (@LSPN_FC10) April 9, 2024
This guy has lost it pic.twitter.com/boZjZMeLl8
საბოლოოდ, კომპენსირებულ მე-9 წუთზე სადიო მანემ სხვაობა შეამცირა, თუმცა სულ ეს იყო.
„ალ ჰილალი“ სუპერთასის ფინალში „ალ იტიჰადს“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ „ალ ჰილალი“ საუდის პრო ლიგას 27 ტურის შემდეგ, 77 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ დრომდე ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი გახლავთ. რონალდუს „ალ ნასრი“ 65 ქულით მეორეა.