ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. სკოტოს თქმით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ფეხბურთელი შეინარჩუნოს და ადგილსამყოფლის გამოცვლა არც 23 წლის გარემარბს სურს.

„ბარსელონას ინტერესი კვარაცხელიას მიმართ? ხვიჩას გუნდიდან გაშვება არ მოუთხოვია. ის დაპირებული კონტრაქტის მოლოდინშია და მას და კლუბს შორის თითქმის იგივე შეთანხმება დაიდება, რაც ნაპოლის ვიქტორ ოსიმენთან ჰქონდა. ოსიმენთან, რომელიც ალბათ პარი სენ-ჟერმენში გადავა.

ვნახავთ, ნაპოლის წინადადება როგორი იქნება და ქართველი ფეხბურთელი რას მოითხოვს. კვარას პარტენოპეიში დარჩენა უნდა. როგორც ჭკვიან და კეთილგონიერ ბიჭს, მას ურჩევნია, ნაპოლისნაირი გუნდის მთავარი გმირი იყოს, ვიდრე ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე სხვა კლუბში მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდეს. ამ მომენტისთვის, არანაირი რისკი არ არსებობს. თუ ვითარება შეიცვალა, დე ლაურენტისი მზადაა, მის შესანარჩუნებლად ერთი კი არა, 2-3 კედელი აღმართოს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ხვიჩას მომავალზე ნეაპოლურმა გაზეთმა, Il Mattino-მ ისაუბრა და განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა „ბარსელონას“ პასუხი უკვე გასცა და უარი შეუთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ  L’Equipe-თან
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ L’Equipe-თან