ვილი სანიოლი
Aa
Aa

ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ L’Equipe-თან

ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა, L’Equipe-მა ვილი სანიოლთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა. საქართველოს ნაკრების თავკაცმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ მიღებულ ემოციებსა და ჯგუფურ ეტაპზე „ჯვაროსნების“ ამბიციებზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან ამაღელვებელია. განსაკუთრებით, როცა ასეთ ტურნირში პირველად იღებ მონაწილეობას. ჩვენთვის ეს სიახლეა და ძალიან ბედნიერი ვართ. ევროზე ასპარეზობა ნიშნავს, რომ საუკეთესო დონეს ვუახლოვდებით. საქართველოს მოსახლეობა ამას დეკადების განმავლობაში ელოდებოდა და საოცარი მომენტი იყო, როცა წარმატება ერთად ვიზეიმეთ. საუბარი მხოლოდ საფეხბურთო სამყაროზე არ მაქვს, ეს გამარჯვება მთელმა საქართველომ იზეიმა. ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები, ყველა აღნიშნავდა და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.

ვარ თუ არა ეროვნული გმირი? არანაირად. უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა. ჩემი ფეხბურთელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების სიხარულის ხილვა ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ამბიცია მაქსიმუმის გაკეთებაა. როცა გავიგეთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნებოდა, გავიხსენეთ, რომ მათ ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყურადღება შედეგს კი არა, თამაშის ხარისხს მიაქციონ და ამით მშვენიერი სიურპრიზების გაკეთების საშუალება მიეცემათ“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი