რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

ცნობილია, როდის და სად იჩხუბებს რომან დოლიძე

UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ოქტაგონს 2 ივნისს დაუბრუნდება.

ქართველ მებრძოლს ენტონი ერნანდესთან ბრძოლა ოფიციალურად ჩაენიშნა, რომელიც UFC 302-ზე, ნიუ ჯერსიში გაიმართება.

რომან დოლიძის მეტოქეს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს მოგებული. მისი ბოლო გამარჯვება UFC 298-ზე იყო, როცა რუსი რომან კაპილოვი მეორე რაუნდში დაახრჩო.

ქართველი მებრძოლი კი ბოლოს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნასურდინ იმავოვთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, რაც UFC-ში ზედიზედ მეორე წაგება იყო. UFC-ში მის ანგარიშზე 6 მოგება და 3 მარცხია.

აქვე გეტყვით, რომ რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილზე იმყოფება, ენტონი ერნანდესი კი მე-12 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია და მესი | ენცო ფერნანდესის კომენტარი ილიას პოსტზე
თოფურია და მესი | ენცო ფერნანდესის კომენტარი ილიას პოსტზე