მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კოდი გარბრანდტი
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: „ომალისთვის მერაბთან ბრძოლა ყველაზე კარგი გამოცდა იქნება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა კოდი გარბრანდტმა MMA Junkie-ს იუთუბ-არხზე სტუმრობისას მერაბ დვალიშვილისა შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რას ამბობს გარბრანდტი:

მოდით, გულახდილები ვიყოთ. შონ ომალის პიოტრ იანი არ დაუმარცხებია და რომ არა ეს შეცდომა, შესაძლოა, ახლა საერთოდ სხვა მოცემულობა ყოფილიყო. მას გამარჯვება მაინც მისცეს, რამაც საგრძნობლად წინ წაწია. რაც შეეხება ალჯოსთან ბრძოლას, ვფიქრობ, სტერლინგმა ბრძოლამდე წონაში საკმაოდ სწრაფად დაიკლო, რამაც მას გარკვეული ზიანი მიაყენა. წესისამებრ, ყველას სურვილია, რომ ჩემპიონი მუდამ აქტიური იყოს, ალჯოც წინ წავიდა და საპასუხოდ, ომალიმ ძლიერ დარტყმაზე დაიჭირა.

კარგია, რომ „შუგა“ ჩემპიონი გახდა და სტერლინგი დაამარცხა, ალჯოს თავისი საქმე გაკეთებული ჰქონდა და ომალის დრო იყო. „ჩიტოსთან“ ჩხუბი ჩემთვის საოცარი არ ყოფილა. მან ტიტული დაიცვა ბიჭთან, რომელთანაც ერთადერთი მარცხი ჰქონდა, მაგრამ ამ ბრძოლაში უკანონო ის იყო, რომ „ჩიტოს“ საუკეთესო ბანაკი არ გაუვლია. ვინ იცის, შესაძლოა, ამის გამოც წააგო.

ვფიქრობ, მერაბის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე კარგი გამოცდა იქნება იმის გამოსააშკარავებლად, თუ რამდენად კანონიერი ჩემპიონია „შუგა“ შონი. საინტერესოა, შეძლებს თუ არა მას მერაბის შეტევებზე გამკლავება, შეძლებს თუ არა დისტანციის დაცვას უფრო მაღალტემპიან ბრძოლაში... „ჩიტოს“ მასთან ერთხელაც არ უცდია თეიქდაუნის გაკეთება, ახლა კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ ბოლო საჩემპიონო ბრძოლაში მარლონ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, მერაბ დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს მოუგო და ქამრისთვის ბრძოლის შანსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონ ჯონსი ანტიდოპინგის ოფიცრებზე თავდასხმის გამო დააკავეს
ჯონ ჯონსი ანტიდოპინგის ოფიცრებზე თავდასხმის გამო დააკავეს