ქალ ფეხბურთელთა ნაკრები, ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ნინო პასიკაშვილი
Aa
Aa

„მოედანზე მოსაგებად გავალთ!“ - გოგონები ბელარუსთან მატჩზე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს 9 აპრილს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი, კვიპროსში, ახნასის სტადიონზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღეს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ნინო პასიკაშვილმა ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

ვემზადებით ბელარუსთან მატჩისთვის, რომელიც ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. გვსურს, კარგი თამაში ვაჩვენოთ. თუ ჩვენს შესაძლებლობებს წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ. ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ბოლო შეხვედრაში.

ლიეტუვასთან რთული თამაშის შემდეგ მოთამაშეები ცოტა დაღლილები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. სათადარიგოთა სკამზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მსგავს ვითარებაში ეხმარებიან გუნდს. ასე რომ, მზად ვართ თამაშისთვის.

ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):

ვფიქრობ, რომ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის. ლიეტუვასთან დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს. გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ. დადებითი შედეგი იქნება თუნდაც ქულის მოპოვება, თუმცა ჩამოსულები ვართ მოსაგებად და ჩვენთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს.


ბელარუსი - საქართველოს ქალთა ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები