ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, მარკუს რაშფორდი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

კასანომ ლეაუ გააკრიტიკა და კვარაც ახსენა | რაფამ მას სოც ქსელში უპასუხა

ანტონიო კასანომ რაფაელ ლეაუ გააკრიტიკა. იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა „მილანის“ გარემარბს „ჩვეულებრივი“ მოთამაშე უწოდა, რომელსაც ფიზიკური სიძლიერის გარდა სხვა არაფერი აქვს. კასანოს სიტყვები ლეაუს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მას სოციალურ ქსელში უპასუხა.

„ლეაუ არის ბოლი ცეცხლის გარეშე. გვყავს მარკუს რაშფორდი, რომელიც გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და გასულ სეზონში 26 გოლი გაიტანა. მარკუსი საოცარ ჩემპიონატში ასპარეზობს და მიმდინარე გათამაშებაშიც კარგად გამოიყურება. გვყავს კვარაცხელია, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა და მეორე სეზონსაც შესანიშნავად ატარებს. ფოდენს, რომელიც ლეაუზე ერთი წლით პატარაა, უკვე 21 გოლი და 10 ასისტი აქვს გაკეთებული. საერთოდ რაზეა საუბარი?

იტალიის ჩემპიონატი მაღალი დონის არაა და პრობლემა ისაა, რომ ლეაუს თავი ფენომენი ჰგონია. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც საოცარი ფიზიკური სიძლიერე აქვს, მაგრამ ყველაფერი აქ მთავრდება. წარმოიდგინეთ, კაკა, რუი კოშტა და ვინისიუს ჟუნიორი სერია A-ში რომ თამაშობდნენ, რამდენს მოითხოვდნენ. 120 მილიონი? 130? 140? საერთოდ რაზეა საუბარი? ლეაუ არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევა“.

„მილანის“ გარემარბმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელშიც კასანო მასზე საუბრობს და იტალიელს ჯამბაზის ემოჯების გამოყენებით უპასუხა.

ცნობისთვის, ლეაუს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 38 მატჩი აქვს გამართული მის ანგარიშზე 12 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათ არასდროს ცვლიან - ლა ლიგა მამარდას შთამბეჭდავ სტატისტიკაზე
მათ არასდროს ცვლიან - ლა ლიგა მამარდას შთამბეჭდავ სტატისტიკაზე