ევერტონი
Aa
Aa

2 ქულა ჩამოაკლეს | ევერტონი კიდევ ერთხელ დასაჯეს

„ევერტონს“ პრობლემები არ ელევა. The Athletic-ის ცნობილი ჟურნალისტი, დავიდ ორნშტაინი იტყობინება, რომ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევის გამო, „კანფეტები“ კიდევ ერთხელ დაისაჯნენ. ამჯერად, მათ 2 ქულა ჩამოაკლდათ.

„ევერტონს“ სასჯელი დამოუკიდებელმა კომისიამ დააკისრა, რომელიც მერსისაიდული კლუბის საქმეს იძიებდა. საუბარი ეხება 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში დარღვეულ წესებს, რომელიც 2022/23 წლების სეზონის ბოლოს დასრულდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „ევერტონს“ ქულებს აკლებენ. რამდენიმე თვის წინ, პრემიერ ლიგამ გადაწყვიტა, „კანფეტებისთვის, ფინანსური დარღვევების გამო, 10 ქულა ჩამოეკლო, მაგრამ მოგვიანებით, სასჯელი 6 ქულამდე დაიყვანა.

ამრიგად, 31 ტურის შემდეგ, „ევერტონს“ 27 ქულა აქვს და და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. „კანფეტები“ გასავარდნ ზონაში მყოფ „ლუტონს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ და მომდევნო შეხვედრა 15 აპრილს, „ჩელსის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას