ვილი სანიოლი, გარეტ საუთგეიტი
Aa
Aa

ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი

ცნობილმა გამოცემა Finance Football-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე ოცდაოთხივე ქვეყნის ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება გაასაჯაროვა. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის ვილი სანიოლის ყოველწლიური ხელფასი 200 ათას ევროს შეადგენს და ის უკანასკნელ, 24-ე ადგილზეა. ყველაზე დიდ გასამრჯელოს კი ინგლისის ნაკრების თავკაცი გარეტ საუთგეიტი იღებს, რომლის ჯამაგირიც 5 მილიონ 800 ათას ევროს უტოლდება. გამოცემა აზუსტებს, რომ მათ მიერ წარდგენილი სახელფასო მაჩვენებელში შესაძლოა მცირედი უზუსტობა იყოს, თუმცა არა ისეთი, რომ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.

1.გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) – 5,8 მლნ

2.იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – 4,8 მლნ

3.რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – 4 მლნ

4.დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3,8 მლნ

5.რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – 3 მლნ

6.ლუჩიანო სპალეტი (იტალია) – 3 მლნ

7.ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – 1,8 მლნ

8.მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1,6 მლნ

9.რალფ რანგნიკი (ავსტრია) – 1,5 მლნ

10.დომენიკო ტედესკო (ბელგია) – 1,5 მლნ

11.ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – 1,5 მლნ

12.დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) – 1,4 მლნ

13.ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – 1,250 მლნ

14.სერგეი რებროვი (უკრაინა) – 1,250 მლნ

15.კასპერ ჰიუმლანდი (დანია) – 1,150 მლნ

16.სილვინიო (ალბანეთი) – 750 ათასი

17.მიხალ პრობეჟი (პოლონეთი) – 560 ათასი

18.სტივ კლარკი (შოტლანდია) – 550 ათასი

19.ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) – 540 ათასი

20.მარკო როსი (უნგრეთი) – 300 ათასი

21.მატიაჟ კეკი (სლოვენია) – 300 ათასი

22.ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) – 250 ათასი

23.ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – 240 ათასი

24.ვილი სანიოლი (საქართველო) – 200 ათასი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“ | სანიოლის ასისტენტი ევრო 2024-ზე
„ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“ | სანიოლის ასისტენტი ევრო 2024-ზე