ილია თოფურია, ლიონელ მესი, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

თოფურია და მესი | ენცო ფერნანდესის კომენტარი ილიას პოსტზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია აშშ-ში იმყოფება. „ელ მატადორი“ „ინტერ მაიამის“ მატჩს დაესწრო და სოციალურ ქსელში ლიონელ მესისთან, ჟორდი ალბასთან, ლუის სუარესთან და სერხიო ბუსკეტსთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„ლა პულგასთან“ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, კომენტარი „ჩელსის“ ფეხბურთელმა, ენცო ფერნანდესმა დატოვა და 6000-ზე მეტი მოწონობაც დაიმსახურა. „კერპები“, - განაცხადა არგენტინელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას წარსულში რამდენჯერმე უთქვამს, რომ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია, მაგრამ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია. ილიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „ლა პულგას“ მისაბაძი მაგალითიც უწოდა.

View this post on Instagram

A post shared by El Matador (@iliatopuria)

ცნობისთვის, თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, ილია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა და მე-5 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კატასტროფა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია“ | კასანო ნაპოლიზე
„ეს კატასტროფა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია“ | კასანო ნაპოლიზე