„ბრაზილიელები და რუსები მოძმე ერები ვართ“ | ამბობს კაფუ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, კაფუმ РБ Спорт-ს ინტერვიუ მისცა და რუს და ბრაზილიელ ხალხზე ილაპარაკა. კაფუს თქმით, რუსები და ბრაზილიელები მოძმე ერები არიან და მათ ერთი მსგავსებაც აქვთ.
„ვეთანხმები თუ არა არის (სპარტაკისა და ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი) მოსაზრებას, რომ ბრაზილიელები და რუსები მოძმე ერები ვართ? დიახ, ნამდვილად მოძმე ერები ვართ. საერთოც გვაქვს. მაგალითად, ცხოვრება გვიხარია და ძალიან ბევრ ალკოჰოლს ვიღებთ, თუმცა, ბრაზილიელები რუსებზე ოდნავ მეტს სვამენ“.
ცნობისთვის, კაფუს კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც „რომასა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მას 142 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გოლია. კაფუ რუსეთში 2018 წელს, „სელესაოს“ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.