ოლეკსანდრ ზინჩენკო, სერჟ ორიე
Aa
Aa

„შოუ შეწყვიტე და წადი“ | ორიემ ზინჩენკოს უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა

სერჟ ორიე ოლექსანდრ ზინჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა. 27 წლის ფეხბურთელმა ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ სამშობლოდან გამოიძახებენ, მზადაა, უკრაინაში დაბრუნდეს და რუსეთის წინააღმდეგ იომოს.

ორიემ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა და განაცხადა: „შოუ შეწყვიტე და ახლავე წადი. ნამდვილ მოხალისეს გამოძახება არ სჭირდება“.

ცნობისთვის, ზინჩენკო მზად იყო, უკრაინის ჯარს შეერთებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა დაიყოლიეს, საფეხბურთო კარიერა არ მიეტოვებინა და ქვეყნის ღირსება მოედანზე დაეცვა. ოლექსანდრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მისი ბავშვობის ბევრი მეგობარი იბრძვის და მზადაა, სამშობლოს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს.

გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. შეჭრამ გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას