აურელიო დე ლაურენტისი, ანტონიო კასანო, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„ეს კატასტროფა მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია“ | კასანო ნაპოლიზე

ანტონიო კასანომ RAI-ის პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელი ექს-ფეხბურთელის თქმით, „პარტენოპეის“ წარუმატებლობა ერთი ადამიანის ბრალია და ყველაფერში დამნაშავე კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისია.

„ნაპოლის მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ეგოცენტრიზმი. დე ლაურენტისმა კატასტროფა გამოიწვია. მას სურს, ყველა წარმატება მიიწეროს და სერია A-ს მოქმედი ჩემპიონის ახლანდელი მდგომარეობა სწორედ ამან განაპირობა.

დე ლაურენტისმა ჩათვალა, რომ სკუდეტოს მოგება მხოლოდ მისი დამსახურება იყო და უდინეზესთან მატჩის შემდეგ, წარმატება მარტომ აღნიშნა. ლუჩანო სპალეტი არაფრად ჩააგდო, არადა სასწაულის შემოქმედები სპალეტი, მისი სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იყვნენ. სეზონის დასაწყისში, სპალეტიმ მოთამაშეებს უთხრა, რომ სკუდეტოს მოიგებდნენ და ამის მტკიცებულებაც მაქვს.

დე ლაურენტისი ამბობდა, რომ ნაპოლის გაწვრთნა ქუჩიდან აყვანილ სპეციალისტსაც შეეძლო და ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. რუდი გარსია კარგი ადამიანია, მაგრამ საუდის არაბეთიდან გამოაგდეს. ვალტერ მაცარის მთავარ მწვრთნელად 1940 წლის შემდეგ არ უმუშავია, კალცონა კი გუნდს ყოველთვის მეორე ნომრად ათამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე „ფროზინონე“ გახლავთ, რომელსაც 14 აპრილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას