დევიდ უები
Aa
Aa

„ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში“ | სანიოლის ასისტენტი ევრო 2024-ზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა BBC-ის ინტერვიუ მისცა. უებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფსა და საბერძნეთთან მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

„გამარჯვების შემდეგ, დაუჯერებელი სცენები ვიხილეთ და ძნელია სიტყვებით აღწერო, რა მოხდა. თერთმეტმეტრიანების სერიისას ძალიან ვინერვიულეთ და ემოციების შეკავება ურთულესი გახლდათ. მოგება გასახდელში აღვნიშნეთ, სტადიონზე გულშემატკივრები შევიდნენ, შემდეგ კი ქალაქში საზეიმო აღლუმი გვქონდა.

ევროპაზე გასვლა ჩემი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. საქართველოს დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშია და ამ ისტორიული მოვლენის ნაწილად ყოფნა საოცარი შეგრძნება იყო. როგორ მოვხვდი საქართველოს ნაკრებში? მე და ვილი სანიოლმა ერთმანეთი დაახლოებით 10 წლის წინ გავიცანით. წლების განმავლობაში კონტაქტი არ გაგვიწყვეტია და გასული წლის ოქტომბერში დამირეკა. მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში, მის შტაბში გაწევრიანების შანსი არსებობდა და დავთანხმდი.

რას ვფიქრობ ევრო 2024-ის ჯგუფზე? ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისა და ერთა ლიგის მატჩებისას დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედია, ჯგუფიდანაც გავალთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს 23 წუთი და +17 | 2 ოვერტაიმი და სან ანტონიოს დრამატული მარცხი
მამუს 23 წუთი და +17 | 2 ოვერტაიმი და სან ანტონიოს დრამატული მარცხი