თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსმა წაგებათა სერია დაასრულა - შენგელია საუკეთესო იყო

ყველა ტურნირზე 3-მატჩიანი წაგებათა სერია „ვირტუსმა“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში დაასრულა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ვენეციას“ 19-ქულიანი სხვაობით, 89-70 მოუგეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი ბოლონიის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

შენგელიამ 22 წუთი ითამაშა და მატჩი 16 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით დაამთავრა. მან რვიდან ხუთი ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და სამიდან სამივე საჯარიმო ჩააგდო. ორივე შემთხვევაში ბურთი დაცვაში თამაშისას მოხსნა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

ოცდაექვსი ტურის შემდეგ თვრამეტი მოგებითა და რვა წაგებით „ვირტუსი“ მეორე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დარჩენილ ოთხ ტურში ბოლონიელები „კრემონას“, „რეჯანასა“ და „ტრენტოს“ საკუთარ დარბაზში მიიღებენ, „ტორტონასთან“ კი სტუმრად ითამაშებენ. იქამდე კი 12 აპრილს ევროლიგაში „ვირტუსი“ თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 21 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონიას ზედიზედ მე-6 მარცხი
შენგელიას 21 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონიას ზედიზედ მე-6 მარცხი