ჯონ ჯონსი ანტიდოპინგის ოფიცრებზე თავდასხმის გამო დააკავეს
UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი, ჯონ ჯონსი ანტიდოპინგურ ოფიცერზე თავდასხმის გამო დააკავეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით ანტიდოპინგური ოფიცერი, კრისტალ მარტინესი და მისი ასისტენტი, ჯერომ მორენო ჯონ ჯონსის სახლში ნარკოლოგიური ტესტის ჩასატარებლად მოულოდნელად, 30 მარტს მივიდნენ, რამაც 36 წლის მებრძოლის გაღიზიანება გამოიწვია.
მარტინესი და რომერო Drug Free Sport International-ის თანამშრომლები არიან, ეს ორგანიზაცია კი რამდენიმე წელია UFC-სთან თანამშრომლობს.
კრისტალ მარტინესი ამტკიცებდა, რომ ჯონსი ტესტირებაზე მოთხოვნამ გააბრაზა და მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რატომ მოდიხართ ასე ადრე? იცით, რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან სახლში მოდიან“?
მოგვიანებით, მებრძოლმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ის აგენტების არაპროფესიონალიზმით იყო შეწუხებული, თუმცა, ამტკიცებდა, რომ მათი შეხვედრა მეგობრულად დასრულდა. ჯონსმა ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
View this post on Instagram
მოგვიანებით, მარტინესის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად, ტესტის ჩასატარებლად შარდის გამოყოფა ვერ შეძლო, რის გამოც, მას სისხლის ანალიზი შესთავაზეს.