გიორგი ელბაქიძე, ვლადიმერ გამყრელიძე, რობერტ დინგაშვილი, გოდერძი ძებისაშვილი
Aa
Aa

მესამე ლიცენზია - გოდერძი ძებისაშვილი პარიზში იასპარეზებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ტურნირზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ლიცენზიით დაასრულა. მიზანს 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილმა მიაღწია და პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. მან მერვედფინალსა და მეოთხედფინალში შვეიცარიელ და უკრაინელ მეტოქეს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველ საკულტანს მოუგო.

ლიცენზიამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა ვლადიმერ გამყრელიძეს, რომელმაც 86 კილოგრამში საგზურისთვის გადამწყვეტ ჭიდაობაში ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე არტურ ნაიფინოვთან წააგო. ბაქოში ასევე იასპარეზეს რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) და გიორგი ელბაქიძემ (74), თუმცა ისინი ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ძებისაშვილის წარმატების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკვე სამი ოლიმპიური ლიცენზია აქვს - მანამდე საგზური უკვე მოპოვებული გივი მაჭარაშვილსა (97კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) ქონდათ.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ლიცენზია - რობერტ კობლიაშვილმა პარიზის საგზური მოიპოვა
პირველი ლიცენზია - რობერტ კობლიაშვილმა პარიზის საგზური მოიპოვა