სანდრო ალთუნაშვილი, ვოლფსბერგი
Aa
Aa

ალთუნაშვილის უძლიერესი დარტყმა - გოლამდე მცირედი დააკლდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ბლაუ-ვაისს ლინცისა’’ და „ვოლფსბერგის’’ შეხვედრა 0:0 დასრულდა. სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგის’’ სასტარტოში სასტარტოში ითამაშა, მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა. ეს რომ გაეტანა, ძალიან მაგარი გოლი იქნებოდა, სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

სანდრო 68-ე წუთზე შეცვალეს, შეცვლა თავად ითხოვა, რადგან მეტოქის მცველმა კუნთში ძლიერად ჩაარტყა.

26 წლის ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, ავსტრიის ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, ავსტრიის თასზე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სანდროს კარგი სეზონი აქვს, არაერთი დასამახსოვრებელი და საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი არ ენდობა, რაზეც ის ფაქტის მეტყველებს, რომ ტაილანდთან შეხვედრაშიც კი სკამზე დასვა და მხოლოდ მეორე ტაიმი ათამაშა, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ სანდროს პოზიციაზე ნაკრებში დიდი კონკურენციაა, რაც ბოლო მატჩებში კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები