თბილისის დინამო, თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: ოქრიაშვილი თბილისის დინამოში ითამაშებს

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თბილისის „დინამოში’’ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 32 წლის ფეხბურთელი გასულ წელს „გაგრაში'' თამაშობდა, თუმცა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, კარიერა ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ოქრიაშვილს ''გაგრაში'' (2009-10, 2023), ''ილიჩევეცში'' (2010-13), ''ჩერნომორეცში'' (2014), ბელგიურ ''გენკში'' (2014-15), თურქულ „ესქიშეჰირში'' (2016), რუსულ ''კრასნოდარში'' (2016-18), ''ანორთოსისსა'' (2019-21) და აპოელ-ში (2021-22) უთამაშია. 2010 წელს ''გაგრადან'' დონეცკის ''შახტარში'' გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია, იჯარით ''ილიჩევეცსა'' და ''ჩერნომორეცში'' გამოდიოდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩში 13 გოლი შეაგდო, გოლების რაოდენობით ნაკრების ისტორიაში მე-5 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები