საუკეთესო იყო - დავითაშვილის საგოლე პასი და საკვანძო გადაცემები
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „ბორდომ’’ სტუმრად „კაენი’’ დაამარცხა (0:1).
ზურიკო დავითაშვილს მე-12 წუთზე გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა მეკარისთვის ბურთის ფეხებს შორის გაძვრენა სცადა და მისი ეს მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა.
გამარჯვების გოლი მე-20 წუთზე ქართველი შემტევის საგოლე პასით პედრო დიაზმა გაიტანა.
ეს მატჩი დავითაშვილისთვის ამ სეზონში საუკეთესოა, არაერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, შეტევებს ამწვავებდა, ართმევაზეც კარგად თამაშობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ცდებოდა, განსაკუთრებით მე-12 წუთის ეპიზოდია გამოსარჩევი, როცა ვალდებული იყო გოლი გაეტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ეს მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა.
დავითაშვილის საუკეთესო მომენტები
ლიგა 2-ში 31 ტურის შემდეგ „ბორდო'' 41 ქულით მე-12 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჟირონდელები ელიტაში აღზევების შანსს ინარჩუნებენ. თუ „ბორდო'' საუკეთესო ხუთეულში მოხვდება, ფლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში აღზევების შანსი ექნება.
23 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.