ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ზამორას პრიზისთვის იბრძვის - MARCA-ს სტატია და მამარდას ბრწყინვალე სტატისტიკა

MARCA გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვით ვიგებთ, რომ ქართველ მეკარეს ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი აქვს. პრიზს ლა ლიგის ის მეკარე მოიგებს, რომელიც რეგულარულად თამაშობს და საშუალოდ ერთ მატჩში ყველაზე ცოტა გოლს გაუშვებს.

ამ ეტაპზე პირველ ადგილზე ბილბაოს „ატლეტიკის'' მეკარე უნაი სიმონია, რომელმაც 29 მატჩში 26 გოლი გაუშვა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0,9 გოლს უშვებს. მეორე პოზიციაზე „სოსიედადის’’ მეკარე ალექს რემიროა, 28 თამაშში 28 გოლი გაუშვა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებს. მათ გიორგი მამარდაშვილი მოჰყვება, „ვალენსიას’’ მეკარემ 30 მატჩში 32 გოლი გაუშვა, საშუალოდ ერთ მატჩში - 1,07 გოლი. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მამარდას ჯილდოსთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.

ერთი სეზონის მიხედვით ქართველმა მეკარემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა, თუ 2021-22 წლების სეზონში 18-დან 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, გასულ სეზონში კი 38-დან 7-ში, ამ სეზონში ეს სტატისტიკა 11 შეხვედრამდე გაზარდა.

ასევე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონში ზამორას პრიზი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგო, „ბარსელონას'' მეკარემ 38 შეხვედრაში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა (საშუალოდ ერთ მატჩში 0,52 გოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები