მამუკელაშვილი: ყველას ვუჩვენებ, რომ მუდმივად მზად ვარ
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ნიუ ორლეანს“ სტუმრად 11:109 მოუგო.
სანდრო სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 27 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. თამაშიდან „მამუს“ 11 სროლა ჰქონდა, საიდანაც 7 ზუსტი იყო.
24 წლის ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
„გამარჯვება ძალიან კარგი გრძნობაა. ჩემი აზრით, შრომა ყოველთვის გიფასდება. მთავარია გწამდეს და იშრომო, როცა შანსი გეძლევა, მოედანზე გამოდიხარ და თამაშობ. ამით უნდა ისარგებლო და შენი შესაძლებლობები ყველას უჩვენო.
სან ანტონიოში თამაში მომწონს, ამ ბიჭებთან ერთად მუშაობა. ჩემი გუნდელები ეგოისტები არ არიან, მათთან ერთად ვარჯიში მომწონს. მათთან მოედნის მიღმაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
მოხარული ვარ, რომ შანსი მომეცა და ვითამაშე. ყველას ვუჩვენებ, რომ მუდმივად მზად ვარ“.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას „სან ანტონიო“ 8 აპრილს საკუთარ კედლებში „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონი უკვე ჩააგდო. მათ ანგარიშზე 19 მოგება და 58 მარცხია.