ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო ჯორდანო
Aa
Aa

„ბარსა დიდი გუნდია და დიდი ფეხბურთელით ინტერესდება, გასაკვირი არაფერია...“

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ბარსელონას“ შესახებ მეორე დღეა აქტიურად წერს იტალიური პრესა, რომელმაც ესპანეთიდან გავრცელებული ინფორმაცია აიტაცა და ამ თემაზე კომენტარი თითქმის ყველა ექსპერტმა გააკეთა.

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ ხვიჩას „ბარსაში“ შესაძლო ტრანსფერზე პირადი მოსაზრება დააფიქსირა:

„არ მგონია, რომ ესპანეთიდან წამოსულმა ინფორმაციამ კვარაცხელიას ნაპოლისთან ახალ ხელშეკრულებას და ანაზღაურების ზრდას პრობლემები შეუქმნას. ვფიქრობ, მსგავსი რამ ისედაც მოსალოდნელი იყო. თუ, ფეხბურთი გიყვარს, არ შეიძლება კვარა არ გიყვარდეს. ასე რომ ბუნებრივია, ესპანეთიდან მის მიმართ ინტერესი არის.

მალე გავიგებთ ეს მხოლოდ ჭორებია, თუ რაღაც უფრო მეტი. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ დიდ გუნდს დიდი ფეხბურთელის დამატება უნდა და კვარაცხელია დიდი ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება“.

- ამბობს ჯორდანო.

ნეაპოლში ეჭვობენ, რომ ხვიჩას გარემოცვა ამ ინფორმაციას უბრალოდ იყენებს და მათი მიზანი „ნაპოლის“ შეშინებაა, რათა სასურველი პირობები მიიღონ. თუმცა, „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია პირველად არ გავრცელებულა. ამის შესახებ ბევრმა ცნობილმა წყარომ დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი: ეს კვარას წინააღმდეგაც გავაკეთე და მბაპესთანაც ვიზამ
იამალი: ეს კვარას წინააღმდეგაც გავაკეთე და მბაპესთანაც ვიზამ