კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

„მბაპეს გაფორმება შეგვეძლო, მაგრამ დემბელე ავირჩიეთ“ | ბარსას ექს-დირექტორი

„ბარსელონას“ ყოფილმა დირექტორმა, ხავიერ ბორდასმა 2017 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ბორდასის თქმით, „ბლაუგრანას“ კილიან მბაპეს გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მის ნაცვლად უსმან დემბელეს ტრანსფერის გაჩარხვა აირჩია.

„გადაწყვეტილებები მე რომ მიმეღო, კილიან მბაპე ახლა ბარსელონას ფეხბურთელი იქნებოდა. როცა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო მივიღეთ, მის გასაფორმებლად საჭირო თანხა გვქონდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ დემბელე აირჩია.

პირადად მე, უპირატესობას მბაპეს კანდიდატურას ვანიჭებდი და მის მამასაც გავესაუბრე. იყო შანსი, კილიანი ბარსელონაში გადასულიყო. ერთ მომენტში, ვიფიქრე კიდევაც, რომ მიზანს მივაღწიეთ და მბაპე გავიფორმეთ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა“.

ცნობისთვის, 2017 წელს, „ბარსელონამ“ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ გაუშვა და მის შემცვლელს ეძებდა. „ბლაუგრანამ“ დემბელე „დორტმუნდისგან“ შეიძინა და გერმანულ გრანდს 135 მილიონი ევრო გადაუხადა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსა“ სწორედ პსჟ-ს ხვდება და კილიანთან გამკლავება მოუწევს. ამასთან, ესპანური პრესის ცნობით, დიდი შანსია, მბაპე მომდევნო სეზონიდან „ბლაუგრანას“ მოსისხლე მტრის, „რეალის“ რიგებში ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ხელშეუხებელია | დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს
კვარაცხელია ხელშეუხებელია | დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს