ირის ანტმანი
Aa
Aa

2:0-დან 2:2 | საქართველოს ქალთა ნაკრების ფრე ლიეტუვასთან

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა გამართა. ირის ანტმანის გოგონები მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვას დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. ანა ჩემინავას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, თეონა ბაქრაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და მომენტი შესანიშნავად გამოიყენა - 1:0. 7 წუთში, ბაქრაძემ დუბლი გაიფორმა. ამჯერად, ეფექტური პასი თინათინ ამბალიამ გააკეთა, ბაქრაძემ კი ბრწყინვალედ შეასრულა.

სტუმრები თამაშში მალევე დაბრუნდნენ. მარიამ კალანდაძის შეცდომის შემდეგ, თავი უგნე ლაზდაუსკაიტემ გამოიჩინა. პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, მეორე ნახევარში კი 1 გოლი ვიხილეთ. 59-ე წუთზე, რიმანტე იონუშაიტემ ლამაზი გოლი შეაგდო. აუცილებელია აღვნიშნოთ თათია გაბუნია, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე და შუა ნაწილში ორი მაგარი სეივი გაიფორმა.

ცნობისთვის, ლიეტუვას გარდა, ჩვენს ჯგუფში ბელარუსი და კვიპროსი არიან. მათი შეხვედრა პარალელურად გაიმართა და კვიპროსი 0:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები
მამარდაშვილი ნიუკასლის რადარზე | რა თანხას იხდიან კაჭკაჭები