ლერი აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე, იური ლომაძე, გურამ ხეცურიანი, რობერტ კობლიაშვილი, სულხან ბუიძე
Aa
Aa

პირველი ლიცენზია - რობერტ კობლიაშვილმა პარიზის საგზური მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე რობერტ კობლიაშვილმა მიზანს მიაღწია და საგზური მოიპოვა. 30 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის სახელით მოასპარეზე ლუკას ალეხანდრო ლაზოგიანისი 2-1 დაამარცხა.

იქამდე კი კობლიაშვილმა ჯერ იტალიის სახელით მოასპარეზე ქართველ ნიკოლოზ კახელაშვილს, შემდეგ კი ნორვეგიელ ბალდაუფს აჯობა. კობლიაშვილის კარიერაში საუკეთესო 2018 წელი იყო, როდესაც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოსვლისას ევროპის ჩემპიონი გახდა. სხვადასხვა დროს ის ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი და კონტინენტის პირველობის ერთგზის ვერცხლის და ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

დღევანდელ შეჯიბრებაში პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის ბერძნულ-რომაული სტილით კიდევ ხუთი მოჭიდავე, ლერი აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67), იური ლომაძე (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) გამოვიდა, თუმცა მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სალიცენზიო ტურნირზე - საგზურისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სალიცენზიო ტურნირზე - საგზურისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს