ფედელე: რა თქმა უნდა, კვარა ძალიან უკმაყოფილოა
„პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი, ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ფედელეს თქმით, ხვიჩა გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
„როგორია კვარაცხელიას ფსიქოლოგიური მდგომარეობა? რა თქმა უნდა, ის ძალიან უკმაყოფილოა. იმ აზრს ვეთანხმები, რომ კლუბს ზიელინსკისთან ხელშეკრულება არ უნდა გაეგრძელებინა, რადგან პოლონელი ბევრს ითხოვს. ასევე პოლიტანოს შემთხვევაშიც, არც მას გავუგრძელებდი კონტრაქტს, რადგან საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს.
ოსიმენი გუნდელებზე ათჯერ მეტ ხელფასს იღებს. ეს უსამართლობაა. ამას ყველა განიცდის. გუნდზე ეს ცუდ გავლენას ახდენს.
წლევანდელ წარუმატებლობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივიღებდი - თუ დე ლაურენტისი ბოდიშს მოიხდიდა და ყველაფერს თავის თავზე აიღებდა. მწვრთნელად კი იტალიანოს დანიშნავდა“.
- განუცხადა ფედელემ Radio Merte-ს.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2029 წლამდე სურს. ანაზღაურებას კი 3 მილიონამდე გაუზრდიან. ბონუსების სახით თანხა მოსალოდნელია, რომ 4.5 მილიონამდე ავა, თუმცა ხვიჩას მიმართ ინტერესი „ბარსელონას“, პსჟ-სა და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს აქვთ. მოსალოდნელია, რომ ყველა მათგანი „ნაპოლიზე“ გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებს.