ფელიქსი: ბერნარდუ ბარსელონას შესახებ მესაუბრა, რამდენიმე კითხვა დამისვა
ბერნაბრდუ სილვა „ბარსელონას“ მთავარ სამიზნეთა სიაში უკვე რამდენიმე წელია იმყოფება, თუმცა კატალონიელები ფინანსურად მის ტრანსფერს ვერ აგვარებენ.
შესაძლოა 2024 წლის ზაფხულში ვითარება შეიცვალოს. „ბარსა“ ბერნარდუს კვლავ აკვირდება. ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს ჟოაო ფელიქსი, რომელიც სილვას „ბლაუგრანას“ შესახებ ესაუბრა.
„ბერნარდუ კარგი ფეხბურთელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანია. ის სიტის ერთ-ერთი ლიდერია, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ქალაქელები მას რთულად შეელევიან.
გამიხარდება, თუ ის ბარსელონაში გადმოვა. გუნდს გააძლიერებს და მარტივად მოერგება. მას ამის შესახებ ვესაუბრე. ბერნარდუმ მკითხა ქალაქზე, ამინდზე, გადასახადებზე. მე კი ვუპასუხე, რომ მისი ტრანსფერის განსახორციელებლად ბარსას ყველაფერი აქვს“.
- ციტირებს ფელიქსის სიტყვებს Marca.
სილვას „სიტისთან“ ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს უსრულდება. ტრანსფერმარკტი მას 80 მილიონ ევროდ აფასებს. ესპანური პრესის ცნობით, „ბარსა“ ბერნარდუს ყიდვას 50 მილიონ ევროდ შეეცდება. კატალონიელებს ფეხბურთელის იმედი აქვთ, რომ იგი კლუბზე ზეწოლას მოახდენს და ტრანსფერს დააჩქარებს.