იამალი: 10-ნომრიანი მაისური? ეს ყველას ოცნებაა და ამაზე უარს არავინ იტყვის
„ბარსელონაში“ მესის წასვლის შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური ანსუ ფატის ეცვა, რამაც კლუბის შემოსავლების შემცირება გამოიწვია. წელს კი ათიანი საერთოდ ხელუხლებელია, რაც ფინანსურად კლუბს გაცილებით წამგებიან სიტუაციაში აყენებს.
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ახალი სეზონიდან ლეგენდარულ 10 ნომერს ლამინ იამალი მოირგებს. ამ საკითხზე თავისი მოსაზრება 16 წლის ტალანტმაც დააფიქსირა.
- თქვენი კონტრაქტი 2026 წლამდე მოქმედებს. არსებობს შეთანხმება, რომ როცა 18 წლის გახდებით, ამის შემდეგ თქვენი ხელშეკრულება 2030 წლამდე გაგრძელდება. გულშემატკივრებმა უნდა ინერვიულონ შენს მომავალზე? რას ეტყოდით მათ, ვისაც ეშინია, რომ ფული რამეს შეცვლის?
„აბსოლუტურად მშვიდი ვარ. მომავალ კონტრაქტამდე ორი წელი რჩება. და მინდა ამ დროით ვისიამოვნო“.
- ბარსასთან გააფორმებთ კონტრაქტს თითქმის უვადოდ, როგორც ჩავი, ინიესტა, პუიოლი ან მესი?
„რაა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ბარსას ლეგენდა გავხდები“.
- თუ ფატის 10 ნომერს შემოგთავაზებენ, თუ ანსუ წავა, რას იტყვით კლუბის 125 წლის იუბილეზე, განახლებულ კამპ ნოუზე 10 ნომრით თამაშზე? ეს შენზე ზეწოლას მოახდენს?
„როგორც გითხარით, 10 ნომერი ანსუს ეკუთვნის. მაგრამ თუ ის წავა, 10 ნომრის ტარება ჩემთვის სიამაყის წყარო იქნება. ბარსაში 10 ნომერი ყველა ბავშვის ოცნებაა. მსოფლიოში უარს არავინ იტყვის, მაგრამ ეს კლუბის საქმეა“,
- განაცხადა 16 წლის გარემარბმა.
მიმდინარე სეზონში იამალმა კლუბის 40 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.