ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

ჯანაშია: რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის’’ ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ რუსულ Metaratings-თან საუბარში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში გატარებული პერიოდი ფიზმომზადების კუთხით ძალიან დაეხმარა, რომ არა რუსეთის ჩემპიონატში თამაში, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა.

„ჩემი შვილი მოსკოვის „ლოკომოტივში’’ მივიყვანე, მაგრამ მითხრეს, რომ ჯერ მზად არაა. მალე ისევ მივიყვან. მისი ნაკლი ფიზმომზადებაა. მან იცის, პასი სად და როდის შეასრულოს, ტექნიკა აქვს, მაგრამ არა ძალა. რუსული ფეხბურთი ქართულზე ძლიერია. მსურს ჩემმა შვილმა რუსული სკოლა გაიაროს. ტექნიკურია, მაგრამ რაღაც აკლია, რასაც რუსეთში შეიძენს. ხვიჩამაც რუსეთში დაიწყო. მას რომ რუსეთის ჩემპიონატში არ ეთამაშა, ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა’’.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის „ლოკომოტივსა'' (2019) და ყაზანის „რუბინში'' (2019-22) თამაშობდა. რუსეთის პრემიერ ლიგაში 76 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 18 საგოლე პასი შეასრულა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ ხვიჩა დროებით საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის „დინამოში'' დაბრუნდა, 2022 წლის ზაფხულში „ნაპოლისთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები