მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„მანქანის მორიგი გაკვეთილი“ | მერაბ დვალიშვილის სახალისო ვიდეო

მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. „პროფესორი „მანქანის“ კიდევ ერთი გაკვეთილი“ - ასე დაასათაურა ქართველმა მებრძოლმა საკუთარი პოსტი და მერაბი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, შონ ომალის მიმართავს.

ვიდეოს დასაწყისში დვალიშვილის ახლო მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს ვხედავთ, რომელიც საკუთარ ავტომობილს მართავს და გზად „მანქანა“ ხვდება. დვალიშვილს მხარზე გადაკიდებული ჰყავს ადამიანი, რომელიც „შუგას“ ძალიან წააგავს.

ალჯო: „მერაბ, რას აკეთებ?“

მერაბი: „ძმაო, ეს ბიჭი არიზონაში ვიპოვე. ძალიან ბევრს ეწეოდა. ჩემს ავტოფარეხში მიმყავს, უნდა ვავარჯიშო“.

ალჯო: „ეს შონ ომალია?“

მერაბი: „კი, ეგაა. იმდენს ეწევა, მისი ცნობა ძალიან ძნელია“.

ალჯო: „წარმატებები“.

მერაბი: „მადლობა, ბევრი საქმე გვაქვს“.

სტერლინგთან დიალოგის შემდეგ, „მანქანის“ ავტოფარეხში განვითარებულ მოვლენებს ვხედავთ და მერაბი ამბობს: „შონ, წინ დიდი ბრძოლა გელოდება. მე მეჩხუბები და მოწევა უნდა შეწყვიტო. მინდა, გავარჯიშო და მოსაწევს თავი დაანებე. მოკლედ, როცა პარტერში გადაგიყვან და ფეხის მტკივნეულ ილეთს გაგიკეთებ, უნდა დანებდე და სამჯერ დაარტყა. ეს ნიშნავს, რომ წააგებ და მე მოვიგებ. როცა შევეცდები, ხელი მოგტეხო, იგივე უნდა გააკეთო და სამჯერ დაარტყა. აი, როცა დაბლა იქნები და მუშტებს მოგარტყამ, შენი მხრიდან არაფერია საჭირო, მსაჯი გიშველის. სულ ესაა“.

მერაბის ვიდეოს ამჯერადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „მანქანამ“ უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. ცნობისთვის, დვალიშვილს მამაკაცი, რომელიც შონ ომალის ძალიან ჰგავს, წარსულშიც დახმარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე ინადირებენ და 2-3 ფეხბურთელი აიყვანს“ | ჯანაშია კვარასა და ნაკრებზე
„მასზე ინადირებენ და 2-3 ფეხბურთელი აიყვანს“ | ჯანაშია კვარასა და ნაკრებზე