კარლეს პუიოლი, ლუკ ფლორესი
Aa
Aa

სამხრეთ აფრიკაში 24 წლის ფეხბურთელი მოკლეს - ის მძარცველების მსხვერპლი გახდა

 სამხრეთ აფრიკაში 24 წლის ფეხბურთელი დაიღუპა. ლუკ ფლორესი იოჰანესბურგის გარეუბანში მძარცველებმა მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც მისი ავტომობილის მოპარვას ცდილობდნენ, მოთამაშემ კი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რაც ტრაგიკულად დასრულდა.

ფლორესი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე სამხრეთ აფრიკის ოლიმპიურ გუნდში თამაშობდა, ეროვნულ ნაკრებში კი ორჯერ იყო გამოძახებული, მაგრამ არც ერთხელ არ ათამაშეს. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, „კაზერ ჩიფსის“ წევრი იყო, იქამდე კი „უბუნტუ კეიპტაუნისა“ და „სუპერსპორტ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

მისი საფეხბურთო კერპი კარლეს პუიოლი იყო, რომელაც ლუკს თავის დაბადების დღეზე საჩუქარი გაუკეთა და ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 მილიონ ფუნტამდე მოიპარეს - ევერტონთან მატჩის დროს გრილიში სახლი გაძარცვეს
1 მილიონ ფუნტამდე მოიპარეს - ევერტონთან მატჩის დროს გრილიში სახლი გაძარცვეს