ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე
Aa
Aa

ძალოსნები ტაილანდში გაემგზავრნენ - იასპარეზებს თუ არა ტალახაძე სალიცენზიო ტურნირზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მეორე ნაკადი ტაილანდში პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს, შუადღეს გაემგზავრა. სალიცენზიო ქულების დაგროვება არ სჭირდება ორგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, თუმცა ტურნირზე გამოცხადება და აწონვა აუცილებელია და შესაძლოა ფიცარნაგზეც გავიდეს. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და თავად სპორტსმენი ადგილზე მიიღებენ.

ტაილანდში ასევე გამგზავრნენ ირაკლი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე. ანასტასია გოტფრიდი კი გუნდს ადგილზე შეუერთდება. სალიცენზიო ტურნირი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ერთმა ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა უკვე გააკეთა. მან ატაცში 130, აკვრაში კი 152 კილოგრამი დაძლია. შედეგად ორჭიდის ჯამში დაძლეული 282 კილოგრამით მე-12 ადგილი დაიკავა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. როგორც მიშველიძის, ასევე სხვა წარმატებული სპორტსმენების ლიცენზიებს საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის დასრულების შემდეგ დაადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალოსანთა მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ძალოსანთა მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია