ხვიჩა კვარაცხელია, ოლეკსანდრ ზინჩენკო, იური სიომინი, ანდრეი კანჩელსკისი, ალექსანდრ გოლოვინი
Aa
Aa

Transfermarkt-ის რეიტინგი | რუსების უკმაყოფილება და სიომინის ღირსეული ჟესტი

გუშინ, ცნობილმა სატრანსფერო პორტალმა Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

ამ ფაქტს რუსეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ კვარაზე წინ მათი ნაკრებისა და „მონაკოს“ ფეხბურთელი, ალექსანდრ გოლოვინი უნდა ყოფილიყო.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ხვიჩაზე კარგი სეზონი გოლოვინს და ლონდონის „არსენალის“ მარცხენა მცველს, ოლეკსანდრ ზინჩენკოს აქვთ.

რას ამბობს კანჩელსკისი:

რეიტინგი საინტერესოა, მაგრამ საშემსრულებლო მაჩვენებლით განსხვავდება. თუ ამ სეზონის მიხედვით ვიმსჯელებთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საუკეთესო ფეხბურთელები გოლოვინი და ზინჩენკო არიან. ისინი, საკუთარი კლუბების ძირითად შემადგენლობებში სტაბილურად თამაშობენ არიან, ამიტომ, უპირატესობას მათ მივანიჭებ და არა ხვიჩას.

ამასთან დაკავშირებით აზრი მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს, იური სიომინსაც ჰკითხეს, რომელსაც განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდა.

იური სიომინი:

ფეხბურთელების ღირებულებას მე ვერ განვსაზღვრავ, თქვენ, ჟურნალისტებს თქვენი კრიტერიუმები გაქვთ. თამაშის მიხედვით, პირველ ადგილზე აუცილებლად ხვიჩაა, მეორე გოლოვინი, მესამე კი მირანჩუკი. სათამაშო ხარისხით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ეს სამი საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ სიაში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი შემტევის გამოსასყიდი თანხა Transfermarkt-ის მიხედვით 80 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე ოლეკსანდრ ზინჩენკო გავიდა (42 მილიონი ევრო), მესამეზე კი ალექსანდრე გოლოვინი (30 მილიონი ევრო).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ფავორიტები | რომელ ადგილზეა საქართველო The Guardian-ის რეიტინგში
ევრო 2024-ის ფავორიტები | რომელ ადგილზეა საქართველო The Guardian-ის რეიტინგში