ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი, მაია ბოჭორიძე, ზაქარია სულაშვილი, რუსუდან ხოფერია
Aa
Aa

ბატუტზე მხტომელების დიდი წარმატება - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში გამართულ ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მთავარ კონკურენტებს, იტალიელებს, გერმანელებსა და ფრანგებს სოლიდური უპირატესობით აჯობა.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე გამოდიოდა, რომლებიც პრესტიჟული ტურნირისთვის მწვრთნელებმა, ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.

ტურნირი გუშინ დაიწყო და 7 აპრილამდე გაგრძელდება. დღეს კი შეჯიბრებაში უფროსი ასაკის ბატუტზე მხტომელები ჩაერთვებიან. მათ შორის ლუბა გოლოვინა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტანმოვარჯიშეების ოქრო და ვერცხლი აფროდიტეს თასზე
ტანმოვარჯიშეების ოქრო და ვერცხლი აფროდიტეს თასზე