ხვიჩა კვარაცხელია, ალფრედო პედულა
Aa
Aa

„ამის გამო დიდ უსამართლობას გრძნობს“ - იტალიელი ექსპერტი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ალფრედო პედულამ ტელეკომპანია SportItalia-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდი კვარას უსამართლოდ ექცევა.

რას ამბობს პედულა:

რა თქმა უნდა, ქართველი შემტევის სეზონი საინტერესო არ იყო, მაგრამ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. კვარაცხელია დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მის თანაგუნდელ ოსიმენს კი ანაზღაურება თითქმის 10 მილიონამდე გაუზარდეს.

როგორ უნდა გრძნობდეს კვარაცხელია ამხელა სხვაობის შემდეგ თავს?! ნორმალურია, რომ ფეხბურთელი მშვიდი არ არის და ამ სიტუაციაში დიდ უსამართლობას განიცდის.

იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები კონტრაქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. ბოლო ინფორმაციით, მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TMW: კვარას აგენტები პრემიერლიგიდან შემოთავაზებას ელიან
TMW: კვარას აგენტები პრემიერლიგიდან შემოთავაზებას ელიან