U18: ბოლო წუთების დრამა - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა
უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მეორე ტურის შეხვედრაში ფრანგებს დაუპირისპირდნენ და 20:19 გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმი ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 10:19 დათმო. ფრანგებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა ლევან ეზიეშვილის ლელოს შემდეგ, ანგარიში საბრძოლო გახდა.
მეორე ტაიმში ზუსტი ჯარიმით ტაბლოზე 13:19 დაფიქსირდა და შეხვედრა კიდევ უფრო დაიძაბა.
ბოლო წუთებზე ქართველმა მორაგბეებმა მოსაგებად გაიწიეს და მეტოქე 5-მეტრიან ზონას მიაჯაჭვეს. ლელოსთან ძალიან ახლოს ვიყავით და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ - მოლის შედეგად შველიძემ ლელო დადება შეძლო!
გიგი სირბილაძემ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 20:19 გახდა! დრო გაწითლებული იყო და მატჩიც დასრულდა.
აქამდე ამ ასაკში ფრანგები ერთხელ გვყავდა დამარცხებული. ამჯერად ისტორიული მეორე გამარჯვება დაფიქსირდა.
აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთმა პირველ ტურში ირლანდია 50:7 დაამარცხა. უმცროსი ბორჯღალოსნები კი შოტლანდიას ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ 22:14 იმარჯვა.
7 აპრილს საქართველო ინგლისს დაუპირისპირდება.