ლუის რუბიალესი მადრიდის აეროპორტში დააკავეს
ლუის რუბიალესი მადრიდის აეროპორტში დააკავეს. ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ყოფილი პრეზიდენტი დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და სამშობლოში ახლახან დაბრუნდა. იგი აეროპორტიდან სამოქალაქო დაცვის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს და ჩვენებას ჩამოართმევენ, რის შემდეგაც გაათავისუფლებენ.
ესპანური პრესის ცნობით, რუბიალესს ბრალდებების შესახებ თვითმფრინავში ყოფნისას შეატყობინეს. El Mundo-ს ინფორმაციით, მას კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდებები საუდის არაბეთთან დადებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, რომლის შემდეგაც ესპანეთის სუპერ თასის საუდის არაბეთში ჩატარება გადაწყდა.
„ტყუილია, თითქოს ფინანსური მაქინაციები ჩავიდინე. ტყუილია, თითქოს დომინიკის რესპუბლიკაში ბეისბოლის გუნდი მყავს. ტყუილია, თითქოს კაბო ვერდეში დიდი ფული ვიშოვე და ტყუილია, თითქოს საუდის არაბეთში მიწის ნაკვეთს ვფლობ, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს“, - განაცხადა რუბიალესმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე.
ცნობისთვის, პროკურატურა რუბიალესისთვის პატიმრობის შეფარდებას ჯენიფერ ერმოსოსთან მომხდარი ინციდენტის გამოც ითხოვს. პროკურატურა ორ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. 1) სექსუალური ძალადობა, რომელიც კოცნას უკავშირდება (ამის გამო 1-წლიან პატიმრობას ითხოვენ. 2) ზეწოლა დაზარალებულზე, რომ მას რუბილიასი დაეცვა (ამის გამო 1.5-წლიან პატიმრობას ითხოვენ). გარდა ამისა, პროკურატურის მიზანია, ესპანელმა ფეხბურთელმა, კომპენსაციის სახით, 100 000 ევრო მიიღოს.