მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„ძალიან მეშინია“ | მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან ჩხუბზე ისაუბრა

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „რკინის მაიკის“ განცხადებით, ორთაბრძოლა საჩვენებელი სტატუსის იქნება, მაგრამ პოლი ყველაფერს გააკეთებს, რათა მას ტკივილი მიაყენოს.

„საჩვენებელი ბრძოლა იქნება, მაგრამ რომ მოძებნოთ, ვერ იპოვით წესებს, რომელთა მიხედვითაც ვიჩხუბებთ. არ მგონია, ჯეიკ პოლი ჩემზე სწრაფი იყოს. ის არის ბიჭი, ვინც ჩემთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება, რასაც შეჩვეული ვარ და მინდა, გითხრათ, რომ ცდება თუ ჰგონია, რომ ეს გამოუვა.

ვცემ თუ არა მაგრად? ამ მომენტისთვის, ძალიან მეშინია. ბრძოლის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ნერვიულობა გამივლის, რადგან ჩხუბი რეალობად იქცევა და რეალობა გარდაუვალია. პოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“.

ცნობისთვის, ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს გაიმართება და მას დალასში მდებარე „AT&T სთედიუმი“ უმასპინძლებს. ბრძოლის პირდაპირ რეპორტაჟს Netflix-ი შემოგვთავაზებს და ჩხუბის დღეს, „რკინის მაიკი“ 58 წლის იქნება. გეტყვით იმასაც, რომ ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იანის მეგობარი მერაბზე: „მას ზურგს უკან კიდევ აქვს შავი ლაქა“
იანის მეგობარი მერაბზე: „მას ზურგს უკან კიდევ აქვს შავი ლაქა“