გიორგი მამარდაშვილი, პიტერ ლიმი
Aa
Aa

„მამარდას გაშვება დიდი დარტყმა იქნება“ | ესპანეთში პიტერ ლიმს აკრიტიკებენ

El Nacional-ი ცნობილი ესპანური გამოცემაა, რომელმაც „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორი „ღამურების“ პრეზიდენტს, პიტერ ლიმს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „მამარდას“ გასხვისება „ჩესთვის“ უსერიოზულესი დარტყმა იქნება.

„ვალენსიას პრეზიდენტი, პიტერ ლიმი საკუთარ მოვალეობებს უგულებელყოფს და მკაცრი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს. ეს სიახლე ნამდვილად არაა. ლიმის მოსვლის შემდეგ, კლუბი სკანდალებით უფრო იპყრობს ყურადღებას, ვიდრე საფეხბურთო წარმატებით. მარსელინიოს გაშვება, რომელმაც გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო, ამის დასტურია და მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. პირიქით, ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ლიმი გუნდის საკვანძო მოთამაშეებს ყიდდა და მათ შემცვლელებად დაბალი დონის ფეხბურთელები მოჰყავდა. ეს ტრენდი წლიდან წლამდე გრძელდებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ გასულ სეზონში, ღამურები უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძოდნენ.

რუბენ ბარახას გუნდში მისვლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ელ პიპომ ვალენსია დაქვეითებას გადაარჩინა, მიმდინარე სეზონში კი ევროტურნირების ამბიცია გაუჩინა. თუმცა, ევროპულ ასპარეზზე გასვლამ შესაძლოა, ღამურებზე უარყოფითად იმოქმედოს. 3 ტურნირზე თამაში მათთვის ზედმეტად დიდი დატვირთვა აღმოჩნდება და არის შანსი, ამან გავლენა ლა ლიგაში დაფიქსირებულ შედეგზე მოახდინოს. პლუს ამას, ვალენსიელმა ახალგაზრდებმა ევროპაში თავი რომ გამოიჩინონ, ლიმი მათ გაყიდვას ეგრევე გადაწყვეტს. მას უკვე შერჩეული ჰყავს ფეხბურთელი, ვის გასხვისებასაც ზაფხულში გეგმავს და ვისი წასვლაც გუნდისთვის მტკივნეული იქნება. ეს ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ქართველი მეკარე, რომელიც ერთ-ერთი სულისჩამდგმელია ვალენსიას ოცნების, რომ კონფერენს ლიგაზე გავიდეს. მისმა სეივებმა და საოცარმა თამაშმა ჩეს უამრავი ქულა მოუტანა.

მამარდაშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ლა ლიგისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა და პიტერ ლიმს სურს, ამით ისარგებლოს. მან იცის, რომ გიორგის სანაცვლოდ დიდ ფულს გადაიხდიან და მის გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება. მამარდაშვილის წასვლას ვალენსიასთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, რადგან გიორგი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ღამურებს მისი შემცვლელიც არ ჰყავთ ნაპოვნი. სტოლე დიმიტრიევსკიზე კი დაიწერა, მაგრამ როცა საუბარი პიტერ ლიმს ეხება, გარანტირებული არაფერია, ვალენსიაში კი უკვე ყველაზე უარესის ეშინიათ“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 41 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს გამართავენ და სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კინი: პრემიერ ლიგაში რომ ვმუშაობდე, უპირველესად არაბიძეს წავიყვანდი
კინი: პრემიერ ლიგაში რომ ვმუშაობდე, უპირველესად არაბიძეს წავიყვანდი