მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

იანის მეგობარი მერაბზე: „მას ზურგს უკან კიდევ აქვს შავი ლაქა“

UFC-ის რუსი მებრძოლის, პიოტრ იანის ახლო მეგობარმა და ასევე MMA-ის მებრძოლმა, ილიას ხამზინმა Sport24-თან ინტერვიუს დროს UFC 299-ზე იანისა და მერაბ დვალიშვილის შეხვედრა გაიხსენა.

რას ამბობს ხამზინი:

UFC 299-ზე მერაბი პირადად მე არ მინახავს, მაგრამ შემთხვევით ის და იანი შეხვდნენ ერთმანეთს. პატარა დიალოგი ჰქონდათ, მაგრამ არა მგონია ასთან საუბარი საჭირო იყოს, ეს ბიჭი გაუგებარ პოლიტიკას ატარებს. ჩხუბის შემდეგ ცუდი არაფერი უთქვამს, მხოლოდ წარმატება უსურვა. მაგრამ მის უკან ჯერ კიდევ არის უსიამოვნო მომენტები, შავი ლაქა...

შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე პიოტრ იანმა ჩინელი სონგ იადონგი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, მერაბი კი ამ ღონისძიებას შონ ომალის გამო ესწრებოდა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ამავე ქარდზე ტიტულის დასაცავად მარლონ ვერას ხვდებოდა და ქამრის დაცვაც შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ პიოტრ იანმა იადონგამდე ბოლო ბრძოლა გასული წლის მარტში, მერაბ დვალიშვილთან გამართა და იმ ჩხუბში „მანქანამ“ აბსოლუტური დომინაციითა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის რემატჩი უნდა მისცეს“ | UFC-ის მებრძოლი ილიაზე
„ვოლკანოვსკის რემატჩი უნდა მისცეს“ | UFC-ის მებრძოლი ილიაზე