ლებრონის მაგარი მატჩი და დაწერილი ისტორია | ლეიკერსმა ტორონტოს მოუგო
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ბოლო 8 შეხვედრიდან მე-7 მოიგო. გამთენიისას, ლებრონ ჯეიმსი და კომპანია საკადრო პრობლემების მქონე „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 128:111.
„მეფემ“ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და 23 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ლებრონმა მხოლოდ 2 სროლა გააფუჭა და 12-დან 10 ტყორცნა გამოიყენა. „რეპტორსთან“ აღებული 23 ქულით, ჯეიმსმა ლეგენდარულ ოსკარ შმიდტს გადაუსწრო და საკალათბურთო სამყაროს ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული. შმიდტის ანგარიშზე 49 737 ქულა იყო, ჯეიმსს, პლეიოფებში ჩაგდებული ქულების ჩათვლით, მასზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
LEBRON JAMES TONIGHT
— Lakers Lead (@LakersLead) April 3, 2024
???? 29 minutes
???? 23 points
???? 9 assists
???? 10/12 FG
???? +13 +/-
THE RAPTORS CAN’T ESCAPE LEBRONTO pic.twitter.com/q1tChmVsKT
ლებრონის გარდა, „ლეიკერსის“ რიგებში დიანჯელო რასელიც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 7 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულა დააგროვა. ენტონი დევისს 21 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. „ტორონტოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 28 ქულა არ ჯეი ბარეტის ანგარიშზეა. იმანუელ ქუიკლიმ 20 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 43 მოგება და 33 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. ლებრონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.