კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“მისით კმაყოფილი ვარ“ - ენრიკემ მბაპესთან კონფლიქტი უარყო

დღეს ფრანგულმა მედიამ დაწერა, რომ „მარსელთან“ 65-ე წუთზე შეცვლის გამო კილიან მბაპემ ლუის ენრიკეს შეაგინა. კონკრეტულად კი ბ***ს შვილი უწოდა.

ამ საკითხმა პარიზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რა თქვა ენრიკემ?

„არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან მოდის, მაგრამ ფაქტია ვიღაცამ ეს ტყუილი მოიფიქრა და უამრავი სპეკულაცია გაჩნდა. მბაპე კარგად იქცევა და მისით კმაყოფილი ვარ. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს. ახლა მხოლოდ გუნდის კარგ თამაშზე ვფიქრობ. 53 წლის ვარ და ასეთ რაღაცებში დიდი გამოცდილება შევიძინე..

ვცდილობ ეს სეზონი კილიანისთვის და „პარი სენ ჟერმენისთვის“ კარგად დასრულდეს. ყველა ერთ ნავში ვართ და ახლა მხოლოდ საფრანგეთის თასზე გასამართი მატჩისთვის ვფიქრობთ. ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.“

ცნობისთვის, მბაპესა და ლუის ენრიკეს შორის განხეთქილებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდის „რეალში“ გადადის.

ამ ყველაფერს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ლუის ენრიკემ კილიანი რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. რაც შეეხება ტრანსფერს, რამდენიმე დღის წინ, მბაპემ შემდეგი რამ განაცხადა:

„ხალხი ჩემი მომავლის შესახებ ინფორმაციას ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ გაიგებს. პარი სენ ჟერმენში“ ჩემი მომავალი განხილვის საგანი აღარ არის, რადგან იქ ამაზე აღარავინ მესაუბრება. მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მშვიდად ვიყო, რადგან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად დიდებული საქმეები უნდა გავაკეთო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი“ - ვარანის კარიერის საშინელი დღე
“ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი“ - ვარანის კარიერის საშინელი დღე