არაბული კარიერა მალე დასრულდება - ნეიმარმა გეზი სანტოსისკენ აიღო
გამოცემა Daily Star სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ნეიმარი „სანტოსის“ ხელმძღვანელობას 2025 წელს გუნდში დაბრუნებას დაჰპირდა.
ეს მაშინ მოხდება, როდესაც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის კონტრაქტი „ალ ჰილალთან“ ამოიწურება.
ამ მომენტისთვის, 32 წლის ბრაზილიელი ტრავმირებულია. მას მუხლის ჯვარედინი მყესი 2023 წლის 18 ოქტომბერს გაუწყდა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ჯერჯერობით ბარსას ყოფილი შემტევის დაბრუნების თარიღი ცნობილი არ არის. რამდენიმე კვირის წინ, ნეიმარის ექიმმა განაცხადა, რომ ფიზიოთერაპიის კურსი 5 თვეში დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თავად ნეიმარმა „ალ ჰილალი“ აირჩია.
ნეიმარმა დღემდე „ალ ჰილალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 5-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.