WhoScored-ის ვერსიით - მამარდაშვილი ლა ლიგის თვის საუკეთესო მეკარეა
გიორგი მამარდაშვილი WhoScored-ის ვერსიით ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ამ ფაქტს ესპანური superdeporte გამოეხმაურა:
„საქართველოს ნაკრების ეროვნული გმირი და ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გასულ უქმეებზე გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. ეს ასეთი მე-10 მატჩი იყო სეზონში.
მისი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და WhoScored-მა მარტის თვეში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.
7.6 შეფასება. ვალენსიას მეკარე იმ დონეს, რომელსაც რეალურად ფლობს, ყოველდღიურად ავლენს. მარტში გიორგიმ 4 მატჩი ჩაატარა, 2 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და 3 გოლი გაუშვა“.
- წერს ესპანური გამოცემა.
ვალენსიას მდგომარეობა ლა ლიგაში
29 ტურის შემდეგ, „ღამურებს“ 41 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ლოს ჩე“ მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს გამართავს და სტუმრად „გრანადას“ დაუპირისპირდება.