რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

Marca წერდა, რომ უნდა დაესაჯათ | ლევანდოვსკი კლასიკოს არ გამოტოვებს

რობერტ ლევანდოვსკის „ელ კლასიკოს“ გამოტოვება არ მოუწევს. მადრიდული გამოცემა, Marca წერდა, რომ „ბარსელონას“ „რეალთან“ პოლონელი თავდამსხმელის გარეშე უნდა ეთამაშა, მაგრამ Mundo Deportivo-ს თქმით, ეს არ მოხდება.

ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, „ბარსელონამ“ „ლას-პალმასი“ 1:0 დაამარცხა და იმ შეხვედრაში ლევანდოვსკიმ ყვითელი ბარათი მიიღო. რობერტი 81-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან მანამ არ გავიდა, სანამ მთავარმა არბიტრმა, მატეო ბუსკეტსმა არ გააფრთხილა. შედეგად, მას 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და „კადისთან“ მატჩს გამოტოვებს.

Marca წერდა, რომ ლევანდოვსკიმ ყვითელი განზრახ მიიღო, რათა ყოველგვარი რისკი თავიდან აერიდებინა და „რეალთან“ შეხვედრაში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო. ლა ლიგის წესების მიხედვით, თუ ფეხბურთელი გაფრთხილებას განზრახ იღებს, შესაძლებელია, დისკვალიფიკაცია გახანგრძლივდეს, მაგრამ ლევანდოვსკის ეს არ ემუქრება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბუსკეტსს მატჩის პროტოკოლში არ შეუტანია ის ფაქტი, რომ ლევანდოვსკიმ ყვითელი განზრახ მიიღო. შედეგად, ძალიან მცირეა ალბათობა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილოს. ვითარება იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ მესამე მხარე (სხვა კლუბი ან ორგანო) კომიტეტს საჩივრით მიმართავს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.

ცნობისთვის, „ელ კლასიკო“ 21 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. მანამდე „ბლაუგრანა“ 13 აპრილს, „კადისთან“ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ტოპ ტრანსფერი - ჩავი დარჩენის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვს
3 ტოპ ტრანსფერი - ჩავი დარჩენის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვს