კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკეს შეაგინა? მბაპე ნაადრევად შეცვლით უკმაყოფილო დარჩა

საფრანგეთის ლიგა 1-ში 27-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მ „მარსელს“ 2:0 მოუგო. შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

65-ე წუთზე ლუის ენრიკემ კილიან მბაპე შეცვალა, რასაც ფეხბურთელის უკმაყოფილება მოჰყვა.

Foot Mercato წერს, რომ მბაპემ მოედნიდან გასვლისას ჩაილაპარაკა, რაც კამერებს არ გამორჩენიათ. უკმაყოფილო კილიანი ამბობდა: „ბოზის შვილი...“

შემდეგ მბაპე მაშინვე გასახდელში გავიდა. ფრანგული პრესა ფიქრობს, რომ ფეხბურთელმა ეს მწვრთნელის მისამართით თქვა, რადგან ბოლო დროს, მას ხშირად ცვლიან ხოლმე.

„ჩვენ მბაპეს გარეშე თამაშს უნდა მივეჩვიოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეხვედრები მოდის და მის ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ“.

- თქვა ლუის ენრიკემ რამდენიმე კვირის წინ.

ფრანგული პრესა თვლის, რომ ენრიკე მბაპეს უკვე სხვანაირად ექცევა, მას შემდეგ, რაც „რეალში“ მისი ტრანსფერი თითქმის დადასტურდა.

მიმდინარე სეზონში კილიანმა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 38 გოლი და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ტოპ ტრანსფერი - ჩავი დარჩენის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვს
3 ტოპ ტრანსფერი - ჩავი დარჩენის შემთხვევაში გარანტიებს ითხოვს