სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„ჭკვიანი ბიჭია და ყველა ბურთისთვის იბრძვის“ | მამუ თანაგუნდელებმა შეაქეს

„სან ანტონიოს სპურსის“ კალათბურთელებმა, ვიქტორ ვემბანიამამ და დევონტე გრეჰემმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრეს. „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩში, „მამუმ“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა და თანაგუნდელებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

„სანდრო ჭკვიანი კალათბურთელია და ყველა ბურთისთვის იბრძვის. ძლიერი ბიჭია, რომლის მსგავსიც გინდა, რომ გუნდში გყავდეს. მამუ ნამდვილი მებრძოლია“, - განაცხადა ვემბანიამამ, რომელიც „სან ანტონიოს“ ერთ-ერთი ლიდერია და დიდი ალბათობით, სეზონის საუკეთესო ახალწვეული გახდება.

„მამუ ჭკვიანი, ევროპელი ბიჭია. იცის, უბურთოდ რა უნდა გააკეთოს. იცის, როგორ იმოძრაოს, პასი როგორ გააკეთოს და რა თქმა უნდა, ქულების აღებაც გამოსდის“, - დასძინა გრეჰემმა.

ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტთან“ შეხვედრაში, სანდრომ პარკეტზე 24 წუთი და 37 გაატარა და 10 ქულა, 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი „სან ანტონიო“ „უორიორსთან“ 113:117 დამარცხდა და 18 მოგებითა და 57 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რუსი პრომოუტერი: „მახაჩევი-თოფურიას ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს“
რუსი პრომოუტერი: „მახაჩევი-თოფურიას ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს“